Monday, March 16, 2015

დღე 7

მე-7 დღე.მოდული მე-6.ვისწავლე,თუ როგორ დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და როგორ დავეხმარო მათ განსხვავებული საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

Saturday, March 7, 2015

repleqsia ;dge 6

დგევანდელ ტრენინგზე გავიგე:  როგორ გამოვიყენოთ  ჩვენს თემაში ინტერნეტი; განიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმე და შექმნი მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშებს კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.პროექტებზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა.
ვისწავლე  პაუვერ პოინტსი მუსშოაბა სლაიდების შექმნა და პრეზენტაციის მოწყობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

Sunday, February 15, 2015

დღე-3

რეფლექსია: დღევანდელ ტრენინგზე შევისწავლე საწავლო პროექტების გეგმაზე მუშაობა, რაც მომავალში დამეხმარება ბავშვებს გავუღვივო კრეატიული აზროვნება, ვასწავლო დამოუკიდებლად პროექტებზე მუშაობა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტურად სასწავლო პროცესის წარმართვა. გავაუმჯობესო მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
სასწავლო პროექტის დაგეგმვისას ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მიერ საკვანძო საკითხების გამოვლენა, რის შედეგადაც ვაყალიბებთ მიზნებს, რომლებშიც  აღწერილი უნდა იყოს  თუ რა გვსურს, რომ მოსწავლემ შეისწავლოს.

Saturday, February 14, 2015

dge meore

რეფლექსია: გავეცანი პროექტის მნიშვნელობას სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის. ასევე გავიგე, რომ პროექტი არის ორი სახის: კვლევითი, რომელიც პროექტის პრობლემის შესწავლაზეა ორიენტირებული და საზოგადოებრივი, რომელიც შესწავლილი პრობლემის გადაჭრას გულისხმობს.
 პროექტი ხელს უწყობს გუნდში ფუნქციების განაწილებას, გადაწყვეტილების მიღებას და კრეატიული აზროვნების განვითარებას.
 ასევე გავიგე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამ მიზნის მიღწევა უფრო ადვილი, საინტერესო და განმავითარებელია. ვისწავლე ბუკლეტის დამზადება,ინტერნეტის მეშვეობით საჭირო ინფორმაციის მოძიება და ჩემი პირადი აზრების მოცემული სახით გაზიარება.